„ნიუკასლ იუნაიტედი“ „ფრაიბურგიდან“ შვეიცარიელი ტალანტის, იოჰან მანზამბის ტრანსფერზე მუშაობს.
ფაბრიციო რომანოს ცნობით, „ჯორდები“ გერმანულ გუნდს მალე შეთავაზებას წარუდგენენ. პირველი კონტაქტები ბოლო დღეებში შედგა და „ფრაიბურგთან“ შეთავაზებაც მოჰყვება.
ჯერ უცნობია, რამდენის შეთავაზებას აპირებენ ინგლისელები და რამდენს ითხოვენ გერმანელები, მაგრამ „ნიუკასლი“ მანზამბის სანდრო ტონალის შემცვლელად განიხილავს, რომელიც კარიერას „ტოტენჰემში“ გააგრძელებს.
20 წლის ფეხბურთელი „ფრაიბურგის“ აღზრდილია, რომლის მაისურით გასულ სეზონში 47 მატჩში 7 გოლი გაიტანა. მანზამბი მიმდინარე მუნდიალზე ბრწყინავს და ერთ-ერთი მთავარი აღმოჩენაა, რადგან ოთხ შეხვედრაში 3 გოლით და 2 საგოლე პასით გამოირჩა.





