ფეხბურთი

11:28 | 5.07.2026 | ნანახია [] - ჯერ

ერვე რენარი ტუნისის ნაკრებიდან გაათავისუფლეს

ტუნისის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ერვე რენარი დაითხოვეს.

57 წლის სპეციალისტმა ამ პოსტზე სულ რამდენიმე დღე იმუშავა: ის მსოფლიოს ჩემპიონატის პირველი ტურის შემდეგ დანიშნეს, როცა შვედეთთან 1:5 მარცხის გამო ტუნისელებმა საბრი ლამუში დაითხოვეს.

რენარის დანიშვნას არაფერი შეუცვლია: ტუნისი მუნდიალზე იაპონიასთან 0:4 და ნიდერლანდებთან 1:3 დამარცხდა, რის შედეგადაც ჯგუფში უქულოდ ჩარჩა.

ერვე რენარს არაერთგან უმუშავია: საუდის არაბეთის ნაკრებში, საფრანგეთის ქალთა ნაკრებში, მაროკოს ნაკრებში, კოტ დივუარის ნაკრებში, ზამბიის ნაკრებში, ანგოლას ნაკრებში. საკლუბო დონეზე რენარი „სოშოს“ და „ლილს“ ავარჯიშებდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.092194