ესპანეთის ნაკრების მეკარემ, უნაი სიმონმა მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალში პორტუგალიასთან მოახლოებული მატჩის შესახებ ისაუბრა.
როგორც მან თქვა, კრიშტიანუ რონალდუს საჯარიმოში დიდხანს ყოფნის საშუალება არ უნდა მისცენ:
„ჩვენს თამაშზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება, იმის გათვალისწინებით, რომ პორტუგალიამ ერთა ლიგაზე დაგვამარცხა. ვიცით, რომ შესანიშნავი თამაში უნდა ვითამაშოთ, კონცენტრაცია არ უნდა დავკარგოთ და იმ დონესთან ახლოს უნდა ვიყოთ, რაც ყველას გვსურს. ისინი ერთა ლიგის ფინალის მსგავსი სტილით ითამაშებენ. იმ მატჩში დაშვებული შეცდომები უნდა გამოვასწოროთ და უფრო მოქნილები ვიყოთ. შესაძლოა, მთავარი გოლების არგაშვება იყოს. რონალდუ ისეთი აღარ არის, როგორიც რამდენიმე წლის წინ იყო, მაგრამ საჯარიმო მოედნიდან შორს უნდა ვამყოფოთ, რადგან საჯარიმოში ისევ სახიფათოა, რაც უკვე ერთა ლიგის ფინალში დაამტკიცა“, - თქვა უნაი სიმონმა.
შეგახსენებთ, რომ პორტუგალიამ 2025 წელს, ესპანეთი ერთა ლიგის ფინალში პენალტების სერიაში დაამარცხა.







