ლონდონის „არსენალის“ და ბელგიის ნაკრების ფეხბურთელი ლეანდრო ტროსარი შესაძლოა „ბეშიქთაშში“ გადავიდეს.
The Athletic-ის ცნობით, კლუბებს შორის 20 მილიონ ევროდ ტრანსფერზე შეთანხმება პრაქტიკულად მიღწეულია. ჯერ არ არის გარიგება დასრულებული, ზოგიერთი საკითხი ჯერ კიდევ მოსაგვარებელია, მაგრამ ცნობილია ისიც, რომ „ბეშიქთაში“ ტროსარს სეზონში 9 მილიონ ევროს გადაუხდის.
ლეანდრო ტროსარი „არსენალში“ 2023 წლიდან თამაშობს და 174 მატჩში 36 გოლი აქვს გატანილი. მანამდე ბელგიელი „ბრაიტონის“, „ლეუვენის“, „ლომელის“, „ვესტერლოს“ და „გენკის“ ღირსებას იცავდა, ბელგიის ნაკრებში კი 55 თამაშში 14 გოლით გამოირჩა.





