ფეხბურთი

3:00 | 5.07.2026 | ნანახია [] - ჯერ

პარაგვაიმ ფეხბურთის გარდა ყველაფერი სცადა: საფრანგეთი მაინც გამარჯვებულია

საფრანგეთის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალში გასვლა მოახერხა. დიდიე დეშამის გუნდმა პარაგვაის ნაკრები მძიმე ბრძოლაში 1:0 დაამარცხა.

მძიმე ბრძოლა არ ყოფილა გუნდებს შორის წმინდა საფეხბურთო ასპექტით, არა, არამედ, პარაგვაის ნაკრების სხვადასხვა მეთოდის გამო. „ალბიროხამ“ საფრანგეთის ნაკრებს ხელი შეუშალა, რომ ფეხბურთი არ ეთამაშა, ეს ნამდვილად გამოუვიდა, მაგრამ საბოლოო მიზანს მაინც ვერ მიაღწია.

და, საფრანგეთმა რომ მოიგო, ეს უბრალოდ მაღალი ინდივიდუალური კლასის დამსახურებაა. როცა ფრანგების არცერთ ლიდერს არაფერი გამოუვიდა პარაგვაელთა ეშელენობების დასაშლელად, როცა არაფერი მუშაობდა, იმდენად, რომ საფრანგეთმა პირველი ტაიმი კარშიც ვერ დაარტყა, სწორედ მაშინ შეცვლაზე შესულმა დეზირე დუემ არაფრისგან მოიპოვა პენალტი.

სწორედ ეს განასხვავებს დიდ გუნდებს დანარჩენებისგან - მომენტის მოძებნა იქ, სადაც თითქოს, ვერაფერი უნდა იპოვო. დუე შეძვრა საჯარიმოში რამდენიმე მეტოქეში და გამოიმუშავა პენალტი. კილიან მბაპემ 11 მეტრიდან უშეცდომოდ დაარტყა - ისტორიაში მე-19 გოლი მუნდიალზე, მიმდინარე ტურნირზე მეშვიდე და ლიონელ მესისთან დუელს აგრძელებს.

პარაგვაის 20 წუთზე მეტი ჰქონდა გასათანაბრებლად, მაგრამ გუსტავო ალფაროს გუნდს არაფერი რომ არ გამოუვიდა, არ გვიკვირს, სამხრეთამერიკელთა მთავარი მისია გოლის გატანა სულაც არაა - პარაგვაი სხვა სტილის ნაკრებია, რომელიც ბრძოლაში, თუნდაც, ბინძური მეთოდებით ცდილობს გამარჯვებას და ეს დასაძრახი სულაც არ არის.

საფრანგეთის ნაკრებმა მეხუთე მატჩი მოიგო მუნდიალზე და 1984 წლის ევროპის ჩემპიონატის შემდეგ მეორე შემთხვევაა, როცა ერთ დიდ ტურნირზე ზედიზედ 5 გამარჯვება მოიპოვა.

„მამლები“ 9 ივლისს მეოთხედფინალში მაროკოს ნაკრებს შეხვდებიან. ეს იქნება წინა მუნდიალის ნახევარფინალის რიმეიქი.

პარაგვაი - საფრანგეთი 0:1 (0:0)

გოლი: 0:1 მბაპე (70. პენ)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.175401