ფეხბურთი

16:50 | 5.07.2026 | ნანახია [] - ჯერ

დეშამი: "მბაპეს საჯარო იმიჯი რეალობას საერთოდ არ ასახავს"

საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა პარაგვაისთან მატჩის შემდეგ კილიან მბაპეზე ისაუბრა.

„კილიან მბაპეს თქვენ დიქტატორად წარმოაჩენთ, მაგრამ რეალობა პირიქითაა. მისი საჯარო იმიჯი რეალობას საერთოდ არ ასახავს. კილიანი ყოველთვის მომწიფებული იყო და მთელი გუნდი მას მიჰყვება. ძალიან მიხარია, რომ კილიანი კაპიტანია. როდესაც ის მოედანზე და მის გარეთ საუბრობს, მთელ გუნდს წარმოადგენს“, - თქვა დეშამმა.

შეგახსენებთ, რომ კილიან მბაპეს მიმდინარე მუნდიალზე 7 გოლი აქვს გატანილი, ხოლო ისტორიაში - 19.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.097333