საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელმა კილიან მბაპემ პარაგვაის ნაკრებთან გამარჯვების (1:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა:
„პარაგვაის არ სურდა ფეხბურთის თამაში და ვაჩვენეთ, რომ ვიცოდით, როგორ გაგვეკეთებინა ეს. მოვიგეთ და მათზე უკეთესები ვიყავით.
თუ ხელების დასვრა მოგვიწევს, ამას გავაკეთებთ. მათ ეგონათ, რომ სათამაშოდ სმოკინგებით მივიდოდით, მაგრამ ვიცით, როგორ ვითამაშოთ ბინძური ფეხბურთი. ვაჩვენეთ, რომ არ ვართ მხოლოდ გუნდი, რომელმაც იცის, როგორ ითამაშოს შემტევი ფეხბურთი“, - თქვა მბაპემ.
შეგახსენებთ, რომ კილიან მბაპეს მიმდინარე მუნდიალზე 7 გოლი აქვს გატანილი, ხოლო ისტორიაში - 19. საფრანგეთის ნაკრები მეოთხედფინალში მაროკოს ნაკრებს შეხვდება.







