ფეხბურთი

13:56 | 5.07.2026 | ნანახია [] - ჯერ

პარაგვაელი მეკარე: "მბაპესთვის მილოცვა მინდოდა, მაგრამ ხელი არ ჩამომართვა"

პარაგვაის ნაკრების მეკარემ, ორლანდო ხილმა საფრანგეთთან მატჩის (0:1) შემდეგ კილიან მბაპეზე კომენტარი გააკეთა.

როგორც მან თქვა, მბაპემ ხელი არ ჩამოართვა, როცა ცდილობდა, რომ მისთვის გამარჯვება მიელოცა:

„კილიან მბაპემ გამაბრაზა. ხელი გავუწოდე, რომ მიმელოცა, მაგრამ ყურადღება არ მომაქცია“, - აღნიშნა პარაგვაელმა მეკარემ.

აღსანიშნავია, რომ ამის შემდეგ ხილმა მბაპეს ზურგში ბურთი ესროლა, რაზეც რეაქცია ფრანგ ფეხბურთელს მაინც არ ჰქონია. საფრანგეთის ნაკრებმა პარაგვაი მბაპეს გოლით 1:0 დაამარცხა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.089619