ფეხბურთი

14:34 | 5.07.2026 | ნანახია [] - ჯერ

იურგენ კლოპი გერმანიის ნაკრების მწვრთნელი გახდება

გერმანიის ფეხბურთის ფედერაციასა და იურგენ კლოპს შორის შეთანხმება შედგა და ის „ბუნდენაკრების“ ახალი თავკაცი იქნება.

კლოპი გრძელვადიან კონტრაქტს გააფორმებს. ყველაფერი უახლოეს მომავალში ოფიციალურად დადასტურდება. ამრიგად, დასრულდა პაუზა, რომელიც იურგენს სამწვრთნელო კარიერში ჰქონდა აღებული.

იურგენ კლოპს „მაინცში“, „დორტმუნდსა“ და „ლივერპულში“ უმუშავია - სამივეგან მან დიდ წარმატებას მიაღწია და ახლა ეცდება, რომ გერმანიის ნაკრები კრიზისიდან გამოიყვანოს.

შეგახსენებთ, რომ გერმანია მსოფლიოს ჩემპიონატს 1/16-ფინალში პარაგვაისთან მარცხით გამოეთიშა, რის შემდგომაც, იულიან ნაგელსმანს თამდამდებობის დატოვება მოუწია.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.096096