მადრიდის „რეალმა“ მილანის „ინტერიდან“ დენზელ დუმფრისი დაიმატა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.
30 წლის ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ კონტრაქტი გააფორმა, რომელიც ძალაში 2030 წლის ზაფხულამდე იქნება. ნიდერლანდელის სანაცვლოდ „სამეფო კლუბმა“ „ნერაძურის“ 20 მილიონი ევრო გადაუხადა.
30 წლის დენზელ დუმფრისი „ინტერში“ 2021 წლიდან თამაშობდა და 207 მატჩში 27 გოლი გაიტანა. მანამდე ნიდერლანდელი სამშობლოში, „სპარტას“, „ჰერენვეენისა“ და პსვ ეინდჰოვენის ღირსებას იცავდა.





