გორის „დილამ“ სენეგალელი ფეხბურთელი მოჰამედ დიუფი დაიმატა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.
19 წლის მარცხენა მცველმა კონტრაქტს ხელი უკვე მოაწერა.
ახალგაზრდა ფეხბურთელი დანიური „მიდტიულანდის“ 19-წლამდე გუნდში თამაშობდა, მანამდე კი კარიერა სამშობლოში დაიწყო. შეგახსენებთ, რომ გორის „დილა“ კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე სან მარინოს „ვირტუსს“ დაუპირისპირდება.





