ნეიმარმა სანაკრებო კარიერა დაასრულა. ამის შესახებ მან ნორვეგიასთან მარცხის (1:2) შემდეგ განაცხადა.
ნეიმარი ცრემლებს ვერ იკავებდა და თქვა: „ვცადე, მაგრამ ახლა ყველაფერი დასრულდა. აქ დავიწყე და აქ დავასრულე“.
საქმე ისაა, რომ 2010 წლის 10 აგვისტოს, ნეიმარის დებიუტი ბრაზილიის ნაკრებში აშშ-ს ნაკრებთან ამხანაგურ მატჩში ნიუ ჯერსიში, „მეტლაიფზე“ შედგა, სტადიონზე, სადაც დღეს ბრაზილია ნორვეგიასთან დამარცხდა.
სადებიუტო შეხვედრაშიც და ბოლო შეხვედრაშიც, ნეიმარმა გოლი გაიტანა, თუმცა, „სელესაო“ მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალში მარცხისგან ვერ იხსნა.
ბრაზილიის ნაკრებში ნეიმარმა 2010-2026 წლებში 130 მატჩში 80 გოლი გაიტანა. ის მატჩების რაოდენობით მეორეა და მხოლოდ კაფუს ჩამორჩება, სამაგიეროდ, 80 გოლით ბრაზილიის ნაკრების ყველა დროის ბომბარდირია.







