ნორვეგიის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალში ბრაზილია ერლინგ ჰოლანდის დუბლით 2:1 დაამარცხა.
ჰოლანდი ბრწყინავს და 52-წლიანი მიღწევაც გაიმეორა: ის პოლონელი გჟეგოჟ ლატოს შემდეგ პირველი ფეხბურთელია, ვინც სადებიუტო მუნდიალზე შვიდი გოლი გაიტანა.
ლატო 1974 წელს, 7 გოლით ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. ჰოლანდს ჯერ ამ ტიტულისთვის ბრძოლა უწევს, რადგან 7-7 გოლი კილიან მბაპეს და ლიონელ მესისაც აქვთ.
ერლინგმა ბრაზილიასთან მატჩის შემდეგ ასეთი კომენტარი გააკეთა:
„ჩემი ცხოვრება გოლების გატანაა. სინამდვილეში არ ვიცი, რას ვაკეთებ, უბრალოდ ასეთი ვარ. ყველაფერი კონცენტრაციაზეა დამოკიდებული და როდესაც შანსი მექმნება, ზუსტად ვიცი, რა უნდა გავაკეთო. ყოველთვის ვცდილობ, კონცენტრირებული ვიყო და ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი გავაკეთო“, - თქვა ჰოლანდმა.
შეგახსენებთ, რომ ნორვეგიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალში ისტორიაში პირველად გავიდა.







