ფეხბურთი

11:25 | 6.07.2026 | ნანახია [] - ჯერ

კარლო ანჩელოტი: "სწორი რეაგირება უნდა მოვახდინოთ, ეს მარცხი ახალი ციკლის დასაწყისია"

ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალში ნორვეგიის ნაკრებთან მარცხის (1:2) შემდეგ ისაუბრა.

როგორც მან თქვა, წასვლას არ აპირებს, პირიქით, ამბობს, რომ ეს ახალი ციკლის დასაწყისია:

„პირველ ტაიმში ბევრი შანსი გვქონდა, ძალიან კარგად ვთამაშობდით, მეორე ტაიმშიც, 0:0-ზე შევქმენით მომენტები. შემდეგ თამაშის ინერცია შეიცვალა. თამაშს ვაკონტროლებდით, მაგრამ პრესინგის თამაში ძალიან რთული იყო, რადგან ნორვეგია ძალიან კარგად იყო განლაგებული და სახიფათო იყო მაღალი პრესინგის თამაში. 70 წუთის განმავლობაში თამაშს ვაკონტროლებდით, შემდეგ კი ჰაალანდი გამოჩნდა. ყველანი იმედგაცრუებული ვართ. არ ვფიქრობ, რომ კარგი მუნდიალი ჩავატარეთ, მაგრამ დღეს მოგება დავიმსახურეთ. თუმცა, მარცხს უნდა შევეგუოთ, საჭიროა მუშაობის გაგრძელება, ახალი გამოსავალი და იდეები. არ ვფიქრობ, რომ ეს დასასრულია, არამედ ახალი ციკლის დასაწყისია. მთავარია, რეაგირება სწორად მოვახდინოთ“, - თქვა ანჩელოტიმ.

შეგახსენებთ, რომ კარლო ანჩელოტის ბრაზილიის ნაკრებთან კონტრაქტი 2030 წლამდე აკავშირებს. „სელესაო“ მუნდიალს მერვედფინალში 1990 წლის შემდეგ პირველად გამოეთიშა და მას შემდეგ, პირველად დატოვა მსოფლიოს ჩემპიონატი ასე ადრე.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.128634