ფეხბურთი

10:54 | 6.07.2026 | ნანახია [] - ჯერ

ჯორდან ჰენდერსონი მექსიკასთან გამარჯვების შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანეს

მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის 1/8 ფინალში ინგლისის ნაკრებმა "ესტადიო აცტეკაზე" მექსიკა დაძაბულ ბრძოლაში 3:2 დაამარცხა და მეოთხედფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ინგლისის ნაკრების ფეხბურთელმა ჯორდან ჰენდერსონმა მძიმე ტრავმა მიიღო, რის გამოც ის პირდაპირ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ჰენდერსონი გამარჯვებას გულშემატკივართან ერთად ზეიმობდა და სარეკლამო ბანერზე გადმოსვლისას მიწაზე უხერხულად დაეცა. გავრცელებული ინფრმაციით მას ხელის მოტეხილობა აქვს და მსოფლიო ჩემპიონატის დარჩენილ მატჩებს გამოტოვებს.

ინგლისის ნაკრები მეოთხედფინალში ნორვეგიას დაუპირისპირდება, აღნიშნული შეხვედრა 12 ივნისს თბილისის დროით 01:00 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.157753