მექსიკის ეროვნული ნაკრების ლეგენდარულმა მეკარემ, გილერმო ოჩუამ, საფეხბურთო კარიერის დასრულება ოფიციალურად დაადასტურა. 40 წლის ვეტერანმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მექსიკის ნაკრები ინგლისთან დამარცხდა და მუნდიალს დაემშვიდობა.
„მექსიკის ნაკრები ყოველთვის იყო ჩემი კომპასი, ჩემი მიმართულება კარიერასა და ცხოვრებაში. ვერ წარმომიდგენია ჩემი კარიერა ეროვნული ნაკრების გარეშე. ახლა კი, როდესაც ჩემი გზა ნაკრებში სრულდება, ფეხბურთში გაგრძელების აზრს ვეღარ ვხედავ.
ყოველი წამით ვისიამოვნე, ყველაფერი გავიღე, ამიტომ მშვიდად მივდივარ, თავაწეული და ამაყი იმ ყველაფრით, რაც გამოვიარე", - განაცხადა ოჩუამ.
ოჩუა ისტორიაში შევიდა, როგორც ერთ-ერთი გამორჩეული მეკარე, რომელმაც ექვს მსოფლიო ჩემპიონატზე მიიღო მონაწილეობა (2006, 2010, 2014, 2018, 2022 და 2026). ამ მიღწევით ის ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუს გაუთანაბრდა. მისი ბოლო მატჩი მექსიკის ნაკრების მაისურით 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გაიმართა, სადაც ტურნირის ისტორიაში მექსიკის ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი გახდა.
გილერმო ოჩუამ მექსიკის ეროვნული ნაკრების მაისურით 153 მატჩი ჩაატარა. ამ მაჩვენებლით ის მექსიკის ნაკრების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე შედეგიანი ფეხბურთელია





