ფიფამ მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო და ბელგიასთან მატჩის წინ აშშ-ს ნაკრების ფორვარდ ფოლარინ ბალოგუნს დისკვალიფიკაცია მოუხსნა.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ბელგიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რუდი გარსიამ, რომლის თქმით, მსგავსი გადაწყვეტილება ძალიან მოულოდნელი იყო.
„არ ვიცოდი, თუ 5 ივლისი პირველი აპრილი (ხუმრობის საერთაშორისო დღე) იყო. მსგავსი გადაწყვეტილება ჩვენთვის სრულიად მოულოდნელი იყო, მსგავსი რამ მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში არასდროს მომხდარა. ჩვენი აზრები და პოზიცია ფედერაციის განცხადებაშია დაფიქსირებული. ის აბსოლუტურად ზუსტია და იცავს ფეხბურთის ინტერესებს, მის ეთიკასა და მთლიანობას. ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ მზად ვართ. ეს გადაწყვეტილება თამაშის გეგმას არ ცვლის — ყველაფერი მოედანზე გადაწყდება" - განაცხადა გარსიამ.
შეგახსენებთ, რო ფოლარინ ბალოგუნი, რომელსაც ტურნირზე 3 გოლი აქვს გატანილი, ბოსნიასთან მატჩში გააძევეს, მაგრამ ფიფამ წითელი ბარათი გაუუქმა და ბელგიასთან ის მოედანზე იქნება.





