ფეხბურთი

15:20 | 6.07.2026 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: სანდრო ტონალი "ტოტენჰემის" ფეხბურთელია

26 წლის იტალიელი ფეხბურთელი სანდრო ტონალი "ნიუკასლიდან" კარიერას "ტოტენჰემში" გააგრძელებს. ტრანსფერი ოფიციალურად ლონდონურმა კლუბმა დაადასტურა.

"ტოტენჰემმა" სანდრო ტონალის სანაცვლოდ რეკორდული 100 მილიონი ფუნტი გადაიხადა. მხარეებს შორის 6-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა, რომელიც ძალაში 2032 წლის ზაფხულამდე იქნება ძალაში. ტონალი ახალ კლუბში 16-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

"ძალიან ბედნიერი ვარ, რომ აქ ვარ. დღეს, როდესაც კლუბში მივედი, საოცარი შეგრძნება დამეუფლა. ბევრს საუბრობდნენ, თითქოს ოთხი-ხუთი კლუბი ინტერესდებოდა ჩემით, მაგრამ სინამდვილეში მხოლოდ ერთი კლუბი არსებობდა.

მთავარ მწვრთნელთან თითქმის ორი საათი ვისაუბრე კლუბზე, გულშემატკივრებზე, სტადიონსა და ჩვენს საფეხბურთო ხედვაზე. ეს საუბარი ჯადოსნური იყო, რადგან მაშინვე მივხვდი, რომ „ტოტენჰემში“ უნდა გადმოვსულიყავი. „ტოტენჰემის“ წინააღმდეგ რამდენჯერმე მითამაშია და ყოველთვის გამორჩეული ატმოსფერო დამხვედრია, რომელსაც შესანიშნავი გულშემატკივრები ქმნიან. მოუთმენლად ველი სეზონის დაწყებას", - განაცხადა ტონალიმ.

სანდრო ტონალიმ კარიერა „ბრეშაში“ დაიწყო, შემდეგ „მილანში“ გადავიდა, საიდანაც 2023 წელს „ნიუკასლს“ 60 მილიონ ევროდ შეუერთდა. „ჯორდებში“ მან 110 მატჩში თავი 10 გოლით გამოიჩინა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.085653