ფიფამ აშშ-ს ნაკრების თავდამსხმელ ფოლარინ ბალოგუნს მოულოდნელად დისკვალიფიკაცია გაუუქმა და ბელგიასთან მერვედფინალში თამაშის უფლება მისცა.
რა თქმა უნდა, ამას ბევრი პოლემიკა მოჰყვა, ბელგიელთა მხრიდან პროტესტი და უსამართლობის განცდაც. გაჟღერდა ინფორმაცია, რომ ფიფას პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აიძულა, მიეღო ეს გადაწყვეტილება. თან, ტრამპმა ფიფას საჯარო მადლობაც გადაუხადა.
ამ ყველაფერს გამოეხმაურა იურგენ კლოპი, რომელიც სანამ გერმანიის ნაკრების მწვრთნელი გახდება, მანამდე Magenta TV-სთვის მუშაობას და აღნიშნა:
„თუ ტრამპმა და ინფანტინო ამაზე მართლა ისაუბრეს, გამოდის, რომ სიგიჟესთან გვაქვს საქმე. ამ ორ ადამიანს ფეხბურთის არაფერი ესმის და ამასთან არანაირი კავშირი არ უნდა ჰქონდეთ, ეს ჩვენი თამაშია და არა მათი. ცუდ გადაწყვეტილებებს ყველანი ვიღებთ, მაგრამ ცხოვრების განმავლობაში ვსწავლობთ მათთან ერთად ცხოვრებას. წარსულში არაერთი სასაცილო წითელი ბარათი ყოფილა, მაგრამ დისკვალიფიკაცია არ გაუუქმებიათ, რადგან გადაწყვეტილება მოედანზე უკვე მიღებული იყო. ბალოგუნის წითელი ბარათი სამართლიანი იყო, რადგან წესები ასე ამბობს“, - თქვა კლოპმა.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ს ნაკრების ფორვარდი, რომელსაც ტურნირზე 3 გოლი აქვს გატანილი, ბოსნიასთან შეხვედრაში გააძევეს.







