ფეხბურთი

18:58 | 6.07.2026 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ოლივერ გლასნერი "ნოტინგემის" მთავარი მწვრთნელია

ოლივერ გლასნერი "ნოტინგემ ფორესტის" ახალი მთავარი მწვრთნელია. ინფორმაცია ინგლისურმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა.

51 წლის ავსტრიელმა სპეციალისტმა ინგლისურ კლუბთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომელიც 2029 წლის ზაფხულამდე იქნება ძალაში.

გლასნერი „ნოტინგემში“ მას შემდეგ გადავიდა, რაც „კრისტალ პალასთან“ წარმატებული პერიოდი დაასრულა. მან ლონდონურ კლუბს ისტორიაში პირველი დიდი ტიტულები მოაგებინა — ინგლისის ასოციაციის თასი (FA Cup), ინგლისის სუპერთასი (Community Shield) და უეფას კონფერენს ლიგა. მანამდე კი „აინტრახტ ფრანკფურტთან“ ერთად 2021/22 წლების სეზონში ევროპა ლიგაც მოიგო.

სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში გლასნერს ასევე უმუშავია "ლასკში" და "ვოლფსბურგში".

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.161536