27 წლის ბულგარელი მარცხენა მცველი მატეო სტამატოვი კარიერას "ტორპედოში" გააგრძელებს. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურებულია.
სტამატოვმა სამედიცინო შემოწმება გაიარა და კლუბთან კონტრაქტი 2+1 სისტემით გააფორმა.
კარიერის განმავლობაში სტამატოვი ესპანეთის, ბულგარეთისა და რუსეთის ჩემპიონატებში ასპარეზობდა. საფეხბურთო კარიერა “ესპანიოლის“ აკადემიაში დაიწყო, სადაც 7 წელზე მეტი გაატარა, მოგვიანებით კი “ლევსკი სოფიას“, “ორენბურგის“, “პარი ნიჟნი ნოვგოროდისა“ და “სეპტემბრი სოფიას“ ღირსებას იცავდა.
სტამატოვი ბულგარეთის ყველა ასაკობრივი ნაკრების წევრი იყო, ხოლო 2022 წელს პირველად გამოიძახეს ეროვნულ ნაკრებში.





