საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის გიორგი ქოჩორაშვილის დამატებით ბერძნული გრანდები "პაოკი" და "პანათინაიკოსი" არიან დაინტერესებულნი. ინფორმაციას პორტუგალიური გამოცემა Record-ი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, ორივე კლუბი "სპორტინგს" უკვე დაუკავშირდა და ფეხბურთელის იჯარით დამატების სურვილი დააფიქსირა. ამასთან, "პაოკიც" და "პანათინაიკოსიც" მზად არიან შეთანხმებაში გამოსყიდვის პუნქტიც ჩართონ, რომლის ამოქმედებას სეზონის დასრულების შემდეგ შეძლებენ.
როგორც Record-ი წერს, 27 წლის ქართველი ნახევარმცველი მთავარი მწვრთნელის, რუი ბორჟესის, გეგმებში მომავალი სეზონისთვის არ შედის. სწორედ ამიტომ, ქოჩორაშვილი ახალი კლუბის ძიებაშია, სადაც რეგულარულ სათამაშო დროს მიიღებს. ქოჩორაშვილი სპორტინგს 2025 წლის ზაფხულში შეუერთდა და კლუბთან მოქმედი კონტრაქტი 2030 წლამდე აკავშირებს.







