ფეხბურთი

20:31 | 6.07.2026 | ნანახია [] - ჯერ

ხავიერ აგირეს მექსიკის ნაკრებში რაფაელ მარკესი შეცვლის

ხავიერ აგირემ მექსიკის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. მას ლეგენდარული რაფაელ მარკესი შეცვლის, რომელიც მანამდე სწორედ აგირეს ასისტენტი იყო.

მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალში ინგლისის ნაკრებთან დრამატული მარცხის (2:3) შემდეგ, აგირემ წასვლის შესახებ გამოაცხადა:

„ოცნება დასრულდა, მაგრამ ჩვენ დიდებთან ახლოს ვართ. ფეხბურთელები იგებენ თამაშებს, მწვრთნელები აგებენ. მე წავაგე თამაში. ეს ხუთი მატჩი დაუვიწყარი იყო. ვემშვიდობები ეროვნულ ნაკრებს და დიდი სიამაყით მივდივარ“, - თქვა 67 წლის სპეციალისტმა.

ხავიერ აგირე მექსიკის ნაკრებს სამჯერ ავარჯიშებდა: 2001-2002, 2009-2010 და 2024-2026 წლებში.

რაფაელ მარკესი სამწვრთნელო კარიერას ახლა იწყებს, მაგრამ მექსიკურ ფეხბურთს იდელაურად იცნობს: ხუთ მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშა, ნაკრებში 147 მატჩი ჩაატარა და წლების განმავლობაში მექსიკის ნაკრების კაპიტანი იყო.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.172468