ფეხბურთი

21:05 | 6.07.2026 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ "მონაკოდან" გარემარებს დაიმატებს, მაგრამ ლის "ატლეტიკოში" გაყიდის

„პარი სენ-ჟერმენი“ „მონაკოსა“ და საფრანგეთის ნაკრების შემტევს, მაგნის აკლიუშს დაიმატებს. მხარეებს შორის მოლაპარაკებები დადებითად მიმდინარეობს და შეთანხმებასთან ძალიან ახლოს არიან.

ფეხბურთელი პსჟ-ს პირადი კონტრაქტის პირობებზე უკვე მოურიგდა, რომელსაც 2031 წლის ზაფხულამდე გააფორმებს.

აკლიუშმა „მონაკოში“ 2022 წლიდან 139 მატჩი ჩაატარა და მეტოქეთა კარში 23 გოლის გატანა შეძლო, ხოლო საფრანგეთის ნაკრებში 10 თამაშში 1 გოლი აქვს გატანილი.

პსჟ თუ აკლიუშს იმატებს, კან-ინ ლის უშვებს: სამხრეთკორეელი გარემარბი კარიერას მადრიდის „ატლეტიკოში“ გააგრძელებს. კლუბები შეთანხმდნენ, პარიზელები 40 მილიონ ევროს მიიღებენ.

კან-ინ ლი პსჟ-ს 2023 წელს „მალიორკადან“ შეუერთდა, მაგრამ როტაციის ფეხბურთელი იყო, ძირითად შემადგენლობაში იშვიათად ხვდებოდა. მან „პარი სენ-ჟერმენში“ 124-ჯერ ითამაშა და მეტოქეები 16-ჯერ დაამწუხრა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.099914