ფეხბურთი

22:40 | 6.07.2026 | ნანახია [] - ჯერ

დე ლაურენტისი: "ახალი ფეხბურთელები არ გვჭირდება"

„ნაპოლის“ პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა მედიასთან სატრანსფერო ბაზართან დაკავშირებით მოულოდნელი განცხადება გააკეთა.

როგორც დე ლაურენტისმა თქვა, მისი აზრით, ახალი ფეხბურთელების შეძენა არ სჭირდებათ:

„ჩემი აზრით, არავის ყიდვა საჭირო არაა და ასევე ჩემი აზრით, ბევრი ფეხბურთელი უნდა გავუშვათ, 25 ფეხბურთელზე მეტი გუნდში საჭირო არაა“, - უთხრა დე ლაურენტისმა იტალიურ მედიას.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლის“ მთავარ მწვრთნელად მასიმილიანო ალეგრი დაინიშნა, რომელმაც ანტონო კონტე შეცვალა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.089453