„მანჩესტერ სიტისა“ და ნორვეგიის ნაკრების თავდამსხმელის, ერლინგ ჰოლანდის მამამ, ალფ-ინგემ არ გამორიცხა მომავალში მადრიდის „რეალში“ მისი შვილის გადასვლა.
როდესაც მას ამის შესახებ შეკითხვა დაუსვეს, ამგვარად უპასუხა: „მანჩესტერ სიტიში“ ის ძალიან ბედნიერია და კლუბთან გრძელვადიანი კონტრაქტი აკავშირებს. ახალ სეზონს ველოდებით, თუმცა რა თქმა უნდა, „რეალში“ თამაში ყველას სურს. ფეხბურთში არასდროს იცი, რა შეიძლება მოხდეს“.
შეგახსენებთ, რომ ერლინგ ჰოლანდი მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრწყინავს, სადაც ოთხ მატჩში 7 გოლის გატანა შეძლო. მას ნორვეგიის ნაკრებში შესაშური სტატისტიკა აქვს - 54 შეხვედრაში 62 გოლი.





