ინგლისის ნაკრების ფეხბურთელი ჯორდან ჰენდერსონი მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ ითამაშებს.
36 წლის ნახევარმცველმა ტრავმა ისე მიიღო, რომ მექსიკასთან მატჩში არ უთამაშია. საქმე ისაა, რომ მატჩის შემდეგ ჰენდერსონი გამარჯვებას ზეიმობდა, სარეკლამო ბანერზე დასრიალდა, ცუდად დაეცა და ხელი მოიტეხა, რის გამოც საოპერაციოა.
ჰენდერსონი ინგლისის ნაკრებისთვის მიმდინარე მუნდიალზე მაინც არ მიიჩნეოდა ძირითადი შემადგენლობის წევრად - მხოლოდ ექვსი წუთი ითამაშა, პანამასთან უმნიშვნელო მატჩში.
შეგახსენებთ, რომ ინგლისის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალში ნორვეგიის ნაკრებს დაუპირისპირდება.







