ფეხბურთი

0:15 | 7.07.2026 | ნანახია [] - ჯერ

ჯანი ინფანტინო: "ტრამპმა დამირეკა, მაგრამ ჩვენი გავლენა და ჩარევა გადაწყვეტილებაზე არ ყოფილა"

ფიფას პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო გამოეხმაურა აშშ-ს ნაკრების ფეხბურთელის, ფოლარინ ბალოგუნის დისკვალიფიკაციის გაუქმების სკანდალს და აღიარა, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპა ამ საკითხზე ნამდვილად დაურეკა.

თუმცა, ინფანტინო არ ადასტურებს, რომ დისკვალიფიკაცია ამის გამო გაუქმდა, პირიქთ ამბობს, რომ ფიფას სადისციპლინო კომიტეტი ფიფასგან დამოუკიდებელი ორგანოა და ფეხბურთის პრინციპები სწორედ ამაზე დგას:

„ვნახეხალხის კომენტარები ფიფას დამოუკიდებელი სადისციპლინო კომიტეტის მიერ ფოლარინ ბალოგუნის დისკვალიფიკაციის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ და მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო ფიფას მმართველობის ფუნდამენტური პრინციპი: ფიფას სასამართლო ორგანოები დამოუკიდებლები არიან. ისინი ავტონომიურად მოქმედებენ, იყენებენ ფიფას სადისციპლინო კოდექსს და საქმეებს წყვეტენ მოქმედი რეგულაციებისა და მათ წინაშე არსებული კონკრეტული ფაქტების საფუძველზე. მათი დამოუკიდებლობა აუცილებელია ფეხბურთის სანდოობისა და მთლიანობისთვის და ეს ყოველთვის უნდა იყოს დაცული.

დიახ, მე რეგულარულად განვიხილავ მსოფლიოს ჩემპიონატთან დაკავშირებულ საკითხებს შეერთებული შტატების პრეზიდენტთან და ამ საკითხთან დაკავშირებით მივიღე ზარი პრეზიდენტი დონალდ ტრამპისგან, ისევე როგორც ვიღებ ზარებს სხვადასხვა საკითხზე სახელმწიფოების მეთაურებისგან, მთავრობის წარმომადგენლებისგან, ფეხბურთის სფეროს დაინტერესებული მხარეებისგან და ბიზნესმენებისგან. ჩვენი საუბრის დროს ავუხსენი, რომ მიმდინარეობდა სამართლებრივი პროცესი, რომელშიც მონაწილეობდნენ ფიფას დამოუკიდებელი სასამართლო ორგანოები და რომ საქმეს კომპეტენტური ორგანოები დროულად გადაწყვეტდნენ. ასე მუშაობს ფიფას სისტემა და ეს არის პრინციპი, რომელსაც მე ყოველთვის დავიცავ. ფიფას სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებებს მაშინ ვეცნობი, როდესაც ისინი გამოდის. ზოგჯერ გაკვირვებული ვარ, ზოგჯერ ვეთანხმები მათ და ზოგჯერ არ ვეთანხმები.

თუმცა, მე ყოველთვის პატივს ვცემ ამ გადაწყვეტილებებს და იმ ორგანოების ავტონომიას, რომლებიც მათ იღებენ. მოგვწონს თუ არა პირადად გადაწყვეტილება, ეს უმნიშვნელოა. დამოუკიდებელი ინსტიტუტების და კანონის უზენაესობის პატივისცემა არის ის, რაც ყოველთვის იცავს ჩვენი შეჯიბრებების მთლიანობას და ფიფას სანდოობას“, - წერს განცხადება ინფანტინო.

თავის მხრივ, ბელგიის ფეხბურთს ფედერაცია იმუქრება, თუ ბალოგუნი მათ წინააღმდეგ განაცხადში იქნება, სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოში იჩივლებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.094057