ფეხბურთი

2:00 | 7.07.2026 | ნანახია [] - ჯერ

რობერტო მარტინესმა პორტუგალიის ნაკრები დატოვა

რობერტო მარტინესმა პორტუგალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. ამის შესახებ ესპანელმა განცხადება მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალში ესპანეთთან მარცხის (0:1) შემდეგ გააკეთა.

დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ეს პორტუგალიის ნაკრებში ჩემი ბოლო თამაში იყო. მინდა მადლობა გადავუხადო პორტუგალიელ ხალხს. თან მიმაქვს მოგონება, რომელიც მთელი ცხოვრება გამყვება“, - თქვა მან.

„ფეხბურთელებმა წარმოუდგენელი სამუშაო გაწიეს. ისინი ძალიან ნიჭიერები არიან და გუნდისთვის ყველაფერი გაიღეს“, - ხაზგასმით აღნიშნა მარტინესმა. ესპანელმა გუნდი 2023 წლის დასაწყისში ჩაიბარა და 2025 წლის ზაფხულში ერთა ლიგაზე გამარჯვებამდე მიიყვანა.

მის მემკვიდრედ პორტუგალიელი მწვრთნელი ჟორჟე ჟეზუში განიხილება. 71 წლის სპეციალისტმა საუდის არაბეთში „ალ-ნასრის“ მწვრთნელის თანამდებობა დატოვა. ჟეზუშის სამშობლოში დაბრუნებისთანავე პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტთან, პედრო პროენსასთან მოლაპარაკებები იგეგმება. დასახელდა მისი ალტერნატიული ვარიანტიც - სერჟიო კონსეისაო.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.095276