ფეხბურთი

3:00 | 7.07.2026 | ნანახია [] - ჯერ

როდრი: "ბერნარდოსთან არასწორად მოვიქეცი, ბოდიშს ვუხდი"

ესპანეთისა და პორტუგალიის მატჩის მიწურულს როდრისა და ბერნარდო სილვას შორის შელაპარაკება მოხდა.

ბერნარდომ ხელსაყრელი მომენტი ვერ გამოიყენა, რაზეც როდრის უცნაური რეაქცია ჰქონდა. შედეგად, „მანჩესტერ სიტიში“ თანაგუნდელებს შორის კამათი დაიწყო. მატჩის შემდეგ როდრიმ სილვას ბოდიში საჯაროდ მოუხადა.

„პირველ რიგში, მინდა ბოდიში მოვიხადო, რადგან თანაგუნდელის მიმართ არასწორად მოვიქეცი. ეს არასწორი იყო. ბერნარდოს ბოდიში მოვუხადე და ახლა, კიდევ ერთხელ ვუხდი ბოდიშს“, - აღიარა შეცდომა ესპანელმა ნახევარმცველმა.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ნაკრებმა პორტუგალიის ნაკრები 1:0 დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალში გავიდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.162918