ფეხბურთი

11:53 | 7.07.2026 | ნანახია [] - ჯერ

„ძალიან იმედგაცრუებული ვარ“. აშშ-ის ნაკრების მწვრთნელი პოჩეტინო ბალოგუნთან დაკავშირებულ სიტუაციაზე

აშშ-ის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მაურისიო პოჩეტინომ, ბელგიასთან (1:4) მარცხის შემდეგ, უპასუხა კრიტიკას, რომელიც მოჰყვა თავდამსხმელი ფოლარინ ბალოგუნის დისკვალიფიკაციის მოხსნას.

„არ მესმის ვინმეს შეურაცხყოფის, ნეგატიური შეტყობინებების დაწერის ან თუნდაც მუქარის აზრი. ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვარ და წესები ფედერაციას საშუალებას აძლევს უზრუნველყოს მოთამაშის მატჩზე დასწრების უფლება. ჩემი საქმე გუნდის მომზადება გახლავთ.

თუ ბალოგუნი ხელმისაწვდომი იყო, რადგან ფიფას სადისციპლინო კომიტეტმა მას თამაშის უფლება მისცა, მაშინ ეს ჩემთვის პრობლემას არ წარმოადგენდა.

მაგრამ პირადად მე ძალიან იმედგაცრუებული ვარ, ბევრმა ადამიანმა დაიწყო პოლიტიკაზე, მანიპულაციებზე, ეთიკასა და პატიოსნებაზე საუბარი. და ეს არ ამართლებს ჩვენ დამარცხებას. სიმართლეს არ შეესაბამება იმის თქმა, რომ ამ ამბის გამო ჩვენს დონეზე ვერ ვითამაშეთ“, - ციტირებს პოჩეტინოს სიტყვებს ჟურნალისტი ბენ ჯეიკობსი სოციალორ მედია პლტფორმა X-ზე.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.085051