„ჩელსისა“ და „სტრასბურის“ ყოფილი დამრიგებელი ლიამ როსენიორი „პარიზის“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. ამის შესახებ ფრანგული კლუბის პრესსამსახურმა ოფიციალურ ვებ-გვერდზე განაცხადა. მხარეებმა ორწლიანი კონტრაქტი გააფორმეს.
როსენიორმა ფრანგი ანტუან კომბუარე შეცვალა, რომლის ხელმძღვანელობითაც კლუბმა ლიგა 1-ში მე-11 ადგილი დაიკავა. მიუხედავად იმისა, რომ უმაღლეს დივიზიონში ადგილი შეინარჩუნა, პარიზელთა ხელმძღვანელობამ სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმებას ვერ მიაღწია.
შეგახსენებთ, რომ როსენიორი „ჩელსის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან 2026 წლის აპრილში გაათავისუფლეს ინგლისის პრემიერ ლიგაში ხუთი წაგების სერიის შემდეგ.





