შვეიცარიის ნაკრებს კოლუმბიასთან მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალურ მატჩში იოჰან მანზამბი დააკლდება.
20 წლის ტალანტს, რომელიც შვეიცარიელთა ლიდერია, ტრავმა აქვს და ჯერ უცნობია, რამდენად სერიოზულია დაზიანება, მაგრამ კოლუმბიასთან დღევანდელ შეხვედრაში მოედანზე ნამდვილად ვერ გავა.
იოჰან მანზამბი მიმდინარე მუნდიალის მთავარი აღმოჩენაა - ოთხ მატჩში 3 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა.







