ფეხბურთი

22:47 | 7.07.2026 | ნანახია [] - ჯერ

პაატა ღუდუშაური: "დემჩენკო იტყუება, დრო ყველაფერს გამოაჩენს"

თბილისის „იბერიას“ ფეხბურთელ პაატა ღუდუშაურსა და მთავარ მწვრთნელ ანდრეი დემჩენკოს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რის გამოც ღუდუშაური „ფლორასთან“ მატჩისთვის გუნდს არ გაჰყოლია.

უკრაინელმა სპეციალისტმა თქვა, რომ ღუდუშაურს რთული ხასიათი აქვს და გუნდში კონკურენციას ვერ შეეგუა. თუმცა, როგორც ამბობენ, დემჩენკომ ქართველ ფეხბურთელს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

თავის მხრივ, ღუდუშაური სოციალურ ქსელში წერს, რომ ანდრეი დემჩენკო იტყუება:

„პირველ რიგში, წარმატებებს ვუსურვებ ხვალ ბიჭებს, როგორც „იბერიას“, ასევე ქართულ კლუბებს და იმედია, ყველაფერი ჩვენს სასიკეთოდ წარიმართება. რაც შეეხება ანდრეი დემჩენკოს კომენტარს, ეს იყო სრული სიცრუე, ყველაფერს დრო გვიჩვენებს. ამ ეტაპზე მეტს არაფერს ვიტყვი. კიდევ ერთხელ წარმატებები ჩვენს ბიჭებს“, - დაწერა ღუდუშაურმა.

შეგახსენებთ, რომ „იბერიაში“, რომელიც 8 ივლისს, „ფლორას“ სტუმრად შეხვდება, ანდრეი დემჩენკო დაახლოებით ერთი თვის წინ დაინიშნა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.089924