ფეხბურთი

2:20 | 8.07.2026 | ნანახია [] - ჯერ

მესი: "არასდროს ვნებდებით, ამიტომაც გვაქვს ბოლო წლებში ბევრი მიღწევა"
"პენალტით გუნდს იმედი გავუცრუე, მაგრამ ღმერთმა ბოლოს დამასაჩუქრა"

არგენტინის ნაკრების ფეხბურთელმა ლიონელ მესიმ ეგვიპტესთან დრამატული გამარჯვების (3:2) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, მისი ცრემლები შვება იყო, რადგან გაცუდებული პენალტის გამო თავს დამნაშავედ გრძნობდა.

„ვიტირე, რადგან ვიგრძენი, რომ გაცუდებული პენალტის გამო გუნდს იმედი გავუცრუე. საბედნიეროდ, ღმერთმა თამაშის ბოლოს საჩუქარი გამიკეთა და გოლი გავიტანე, ეს უდიდესი შვება იყო ჩემთვის და გუნდისთვის. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მომდევნო ეტაპზე გავედით.

ბევრი ვიტანჯეთ, მაგრამ ეს მსოფლიოს ჩემპიონატია. ყველა მატჩი ერთნაირია. ყველაფერი ძალიან დაბალანსებულია, ძალიან ბედნიერი ვარ. როგორც ყოველთვის ვამბობ, ეს ჯგუფი არასდროს ნებდება და ბოლომდე ცდილობს. გაგვიმართლა, რომ კუტის გოლი გავიტანეთ, დრო მაინც გვქონდა და 90 წუთში სიტუაციის შეცვლა მოვახერხეთ. ის, რაც ამ ჯგუფმა დღეს გააკეთა, წარმოუდგენელი იყო. ძალიან ბედნიერი ვარ, ძალიან მიხარია, რომ ხალხს შეუძლია ამით ტკბობა. იმედი მაქვს, ასე გავაგრძელებთ. ცრემლები ბოლოს? სიმართლე ისაა, რომ ეს განთავისუფლების მომენტი იყო, განთავისუფლება ყველა ჩვენგანისთვის.

არ შეიძლებოდა ასე დასრულებულიყო და სახლში წავსულიყავით. ეს ჯგუფი ნამდვილად იმსახურებდა ასპარეზობის გაგრძელებას, არასდროს ვნებდებით, არასდროს და სწორედ ამიტომ მივაღწიეთ იმ წარმატებებს, რომლებსაც ბოლო დროს მივაღწიეთ“, - თქვა მესიმ.

შეგახსენებთ, რომ 39 წლის ლიონელ მესი მსოფლიოს ჩემპიონატზე მეექვსედ თამაშობს და ტურნირის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი და საუკეთესო მეპასეა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.18338