ფეხბურთი

10:45 | 8.07.2026 | ნანახია [] - ჯერ

სკალონი: "ამ ემოციებისთვის გავხდი მწვრთნელი"

არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლიონელ სკალონიმ ეგვიპტის ნაკრებთან გამარჯვების (3:2) შემდეგ ისაუბრა.

„ეგვიპტე შესანიშნავი გუნდია, მართლა კარგი ფეხბურთელები ჰყავს. პენალტის გარდა, სამი-ოთხი მომენტი გვქონდა. შემდეგ ისინი ორბურთიან უპირატესობას ფლობდნენ, თუმცა, ვცდილობდით შეტევის გაგრძელებას. შესვენებაზე, მეორე ტაიმში პაუზაზეც, ვფიქრობდი, რომ წავაგებდით, მაგრამ წაგების სხვადასხვა გზა არსებობს, მინდოდა, რომ ბოლომდე გვებრძოლა. 20 წლის განმავლობაში ვთამაშობდი, მაგრამ რაც დღეს მოხდა წარმოუდგენელია. ვფიქრობ, ფეხბურთის თამაშს სწორედ ამ ემოციებისთვის ვიწყებთ.

მესის ეს მხოლოდ დღეს არ გაუკეთებია - ბიჭები, რომლებიც მას სათადარიგო სკამიდან უყურებენ, ისინიც ვერ იჯერებენ, რასაც აკეთებს“, - თქვა სკალონიმ.

შეგახსენებთ, რომ არგენტინის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალში შვეიცარიის ნაკრებს დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.166885