იურგენ კლოპი გერმანიის ნაკრების მწვრთნელი გახდება. მასსა და ფეხბურთის ფედერაციას შორის შეთანხმება საბოლოოდ შედგა და დარჩენილია მხოლოდ ოფიციალური განცხადება.
კლოპი გერმანიის ფეხბურთის ფედერაციასთან ოთხწლიან კონტრაქტს გააფორმებს და "ბუნდესნაკრებს", როგორც მომავალი ევროპის ჩემპიონატისთვის, ისე მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მოამზადებს.
იურგენ კლოპს „მაინცში“, „დორტმუნდსა“ და „ლივერპულში“ უმუშავია - სამივეგან მან დიდ წარმატებას მიაღწია და ახლა ეცდება, რომ გერმანიის ნაკრები კრიზისიდან გამოიყვანოს.
შეგახსენებთ, რომ გერმანია მსოფლიოს ჩემპიონატს 1/16-ფინალში პარაგვაისთან მარცხით გამოეთიშა, რის შემდგომაც, იულიან ნაგელსმანი გუნდიდან წავიდა.





