ფეხბურთი

13:45 | 8.07.2026 | ნანახია [] - ჯერ

ეგვიპტემ FIFA-ში ოფიციალური საჩივარი შეიტანა

ეგვიპტის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის 1/8 ფინალში არგენტინასთან 2:3 დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.

როგორც AS-ი იტყობინება, მატჩის დასრულების შემდეგ ეგვიპტის ფეხბურთის ფედერაციამ ფიფაში ოფიციალური საჩივარი შეიტანა ფრანგი არბიტრის, ფრანსუა ლეტექსიესა და მისი სამსაჯო ბრიგადის წინააღმდეგ.

საჩივარი ეხება რამდენიმე სადავო ეპიზოდს, მათ შორის VAR-ის ჩარევის შედეგად გაუქმებულ გოლს და მატჩის მიწურულს, მოჰამედ სალაჰის წინააღმდეგ შესაძლო პენალტის ეპიზოდს, რომელიც, ეგვიპტური მხარის მტკიცებით, სათანადოდ არც კი გადამოწმებულა.

არგენტინის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში შვეიცარიის ნაკრებს დაუპირისპირდება, აღნიშნული მატჩი 12 ივლისს თბილისის დროიტ 05:00 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.160839