კალათბურთი

12:54 | 8.07.2026 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: სანდრო მამუკელაშვილი "ლეიკერსის" კალათბურთელია

საქართველოს ნაკრების კალათბურთელი სანდრო მამუკელაშვილი ლოს ანჯელეს „ლეიკერსის“ კალათბურთელია. აღნიშნული ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურებულია.

სანდრომ "ლეიკერსთან" ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომლის განმავლობაში 52 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს. სანდრო ახალ კლუბში კვლავ მისთვის საყვარელი 54-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.

27 წლის მამუმ გასულ სეზონში ტორონტოს მაისურით 80 თამაშში საშუალოდ 11.2 ქულის, 4.9 მოხსნის და 1.8 პასის დაგროვება მოახერხა, 52% სროლის სიზუსტით და 39% სამქულიანით.

სანდრო მამუკელაშვილს „ტორონტოს“ გარდა, „სან ანტონიო სპურსაა“ და „მილუოკი ბაქსში“ უთამაშია.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.172291