ფეხბურთი

14:26 | 8.07.2026 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერი" მზადაა ჩუამენის სანაცვლოდ 100 მილიონზე მეტი გადაიხადოს

"მანჩესტერ იუნაიტედი" ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში ნახევარდაცვის გაძლიერებას გეგმავს და როგორც ირკვევა "წითელ ეშმაკებს" ამისთვის ყველაზე მეტად ორელიან ჩუამენის კანდიდატურა მოსწონთ.

როგორც ესპანური გამოცემა Mundodeportivo იუწყება, "მანჩესტერს" აღნიშნულ ტრანსფერზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს და მზად არის ფრანგი ფეხბურთელის სანაცვლოდ 100 მილიონზე მეტი გადაიხადოს. ჯერ ჯერობით "რეალისა" და თავად ფეხბურთელის პოზიცია ამ საკითხზე უცნობია.

ჩუამენი "რეალის" ღირსებას 2022 წლიდან იცავს, მან გასულ სეზნოში 49 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 2 გოლთან ერთად 2 საგოლე გადაცემით გამოირჩა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.09086