"ინტერ მაიამი" კაპო ვერდეს მეკარის ვოზინიას ტრანსფერზე მუშაობს. ინფორმაციას ესპანური გამოცემა Marca ავრცელებს.
წყაროს ცნობით, 40 წლის მეკარემ დევიდ ბექჰემისა და კლუბის ხელმძღვანელობის ყურადღება მას შემდეგ მიიპყრო, რაც მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატზე არგენტინის წინააღმდეგ გამორჩეული მატჩი ჩაატარა.
ვოზინია ამჟამად თავისუფალი აგენტია, რადგან მას მოქმედი კონტრაქტი პორტუგალიურ "ჩავესთან" 30 ივნისს ამოეწურა.ეს ყველაფერი ფეხბურთელის "ინტერ მაიამიში" გადასვლას ხელს უწყობს.
ვოზინიამ მსოფლიოს ჩემპიონატზე ოთხი შეხვედრა ჩაატარა, აქედან ორ მატჩში გოლი არ გაუშვია, ხოლო საერთო ჯამში 5 გოლი გაუშვა.





