ფეხბურთი

16:13 | 8.07.2026 | ნანახია [] - ჯერ

ზლატკო დალიჩმა ხორვატიის ნაკრების მწვრთნელის თანამდებობა დატოვა

ხორვატიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ზლატკო დალიჩმა თანამდებობა დატოვა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

59 წლის სპეციალისტი ხორვატიის ნაკრებში 2017 წლიდან მუშაობდა და გუნდს ისტორია დააწერა.

დალიჩის ხელმძღვანელობით ხორვატიამ 2018 წლის მუნდიალის ფინალში ითამაშა, ხოლო 2022 წელს მესამე ადგილზე გავიდა - შესაბამისად, ვერცხლის და ბრინჯაოს მედალი მოაპოვებინა. გარდა ამისა, 2023 წელს, ერთა ლიგაზეც მოიპოვა ვერცხლის მედალი.

მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატს ხორვატია 1/16-ფინალში პორტუგალიის ნაკრებთან დაძაბულ ბრძოლაში მარცხით გამოეთიშა (1:2). ჯერჯერობით, უცნობია ვინ იქნება ხორვატიის ნაკრების ახალი მწვრთნელი.

ზლატკო დალიჩი ხორვატიის ნაკრებამდე „რიეკას“, ტირანას „დინამოს“, „სლავენ ბელუპოს“, „ალ ფაისალის“, „ალ-ჰილალის“ და „ალ-აინის“ მწვრთნელი იყო.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.167503