გორის “დილამ” 25 წლის ნორვეგიელი თავდამსხმელი ფრანკლინ ნიენეტუ დაიმატა. ტრანსფერი გორული კლუბის ოფიციალურმა გვერდმა დაადასტურა.
ნიენეტუმ კარიერა ნორვეგიის ყველაზე ტიტულოვან კლუბ ,,როსენბორგის" აკადემიაში დაიწყო, გაიარა ამ კლუბის სრული სტურუქტურა და შემდეგ მთელი კარიერის განმავლობაში კვლავ სამშობლოში, სხვადასხვა კლუბებში გაატარა.
ფრანკლინს თამაში, როგორც ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე, ასევე შეტევის ორივე ფლანგზე შეუძლია.





