ფეხბურთი

18:00 | 8.07.2026 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლი" მაკტომინეისთან ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე მუშაობს

"ნაპოლი" გუნდის შოტლანდიელი ფეხბურთელის სკოტ მაკტომინეისთვის ახალი, გრძელვადიანი კონტრაქტის გაფორმებაზე მუშაობს. ინფორმაციას იტალიელი ჟურნალისტი ნიკოლო სკირა ავრცელებს.

წყაროს ცნობით, "ნაპოლის" ხელმძღვანელობა მიიჩნევს, რომ 28 წლის ნახევარმცველი გუნდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურაა და მისი მომავალიც კლუბთან უნდა იყოს დაკავშირებული. სწორედ ამიტომ, იტალიელები გეგმავენ შოტლანდიელი ნახევარმცველის ხელფასის მნიშვნელოვნად გაზრდას. ახალი შეთავაზების მიხედვით, მაკტომინეის წლიური ანაზღაურება 4.4 მილიონი ევროდან 7 მილიონ ევრომდე გაიზრდება.

სკოტ მაკტომინეი "ნაპოლის" ღირსებას 2024 წლიდან იცავს და ამჟამინდელი კონტრაქტი კლუბთან 2028 წლამდე აკავშირებს. შოტლანდიელი ფეხბურთელი 2024-2025 წლების სეზონში სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.165164