მადრიდის „რეალის“ მარცხენა მცველი ფრან გარსია კარიერას „რეალ ბეტისში“ გააგრძელებს. ესპანურმა კლუბებმა ტრანსფერზე შეთანხმებას უკვე მიაღწიეს. ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
გარიგების ღირებულება 4 მილიონი ევროა, ხოლო „რეალი“ ფეხბურთელის მომავალ გაყიდვაზე 50%-იან წილს შეინარჩუნებს. გარსია დღეს სევილიაში ჩავა და სამედიცინო შემოწმებას გაივლის, რის შემდეგაც მხარეები ტრანსფერს ოფიციალურად დაადასტურებს.
ფრან გარსია "კასტილიას" აღზრდილია და "რეალის" ძირითად გუნდში 2023 წლიდან თამაშობს. მას კარიერის განმავლობაში "რაიო ვალეკანოშიც" უთამაშია.





