ფეხბურთი

20:20 | 8.07.2026 | ნანახია [] - ჯერ

ლორენცო ინსინიე "სამპდორიაში" ითამაშებს

ვეტერანი იტალიელი ფეხბურთელი ლორენცო ინსინიე კარიერას გენუის „სამპდორიაში“ გააგრძელებს. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.

კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე გაფორმდა, კიდევ ერთი წლის განახლების არიანტით. ლორენცო „დორიას“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.

ინსინიემ გასული სეზონის მეორე ნახევარი „პესკარაში“ გაატარა, სადაც 13 მატჩში 5 გოლი გაიტანა. იტალიელს უთამაშია „ნაპოლიში“, „კავეზეში“, „ფოჯაში“, „პესკარასა“ და „ტორონტოში“, ხოლო იტალის ნაკრებში 54 თამაშში 10 გოლი აქვს გატანილი.

გენუის „სამპდორია“ მომდევნო სეზონს იტალიის სერია B-ში გაატარებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.167258