ქუთაისის „ტორპედოს“ მთავარმა მწვრთნელმა დირკ შუსტერმა კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე „ზირასთან“ მარცხის (0:3) შემდეგ ისაუბრა.
როგორც მან თქვა, მეტოქემ უკეთ ითამაშა და გამარჯვება დაიმსახურა. თუმცა, გერმანელი იტოვებს იმედს, რომ საპასუხო შეხვედრაში მისი გუნდი ბოლომდე იბრძლებს.
„ძალიან ძლიერ მეტოქეს ვეთამაშებოდით. ჩვენი თამაშის ჩვენება ვერ შევძელით. „ზირას“ რამდენიმე ინდივიდუალურად ძლიერი ფეხბურთელი ჰყავს. 30 წუთის შემდეგ კონცენტრაცია დავკარგეთ, მათ უკეთ ითამაშეს. ტაქტიკურად, მასპინძელი გუნდი ძლიერი იყო. 0:2-ის შემდეგ ცვლილების შეტანა ვცადეთ, მაგრამ ვერ შევძელით. ბევრი ვიბრძოლეთ, გვინდოდა გოლის გატანა, მაგრამ არ გამოგვივიდა. ჩემი ფეხბურთელები დაიღალნენ. ერთ კვირაში განსხვავებულ თამაშს ვეცდებით. ასეთი მარცხის შემდეგ რთული იქნება, მაგრამ ვეცდებით, თამაში დამატებით დროში მაინც გადავიყვანოთ.
ჩვენი ფანები ჩვენს მიმართ აგრესიულები იყვნენ? გულშემატკივრების ბრაზი ნორმალურია. ისინი განაწყენებულები არიან. თუმცა, ტრიბუნაზე ასე არ იქცევიან. 0:1 რომ წაგვეგო, ასეთი რეაქცია არ იქნებოდა“, - განაცხადა შუსტერმა.
შეგახსენებთ, რომ საპასუხო მატჩი 16 ივლისს, ქუთაისში ჩატარდება.





