„მანჩესტერ იუნაიტედი“ ლონდონის „ჩელსიდან“ ანდრეი სანტოსს დაიმატებს. კლუბებს შორის შეთანხმება შედგა.
სანტოსი „მანჩესტერში“ 59 მილიონი ევროდ გადავა, რასაც ბონუსებიც დაემატება. ბრაზილიელი კონტრაქტს 2031 წლის ზაფხულამდე გააფორმებს.
22 წლის ფეხბურთელმა გასულ სეზონში 47 მატჩში 3 გოლი გაიტანა. „ჩელსის“ ის „ნოტინგემსა“ და „სტრასბურში“ ჰყავდა განათხოვრებული, ხოლო კარიერა „ვასკო და გამაში“ დაიწყო.





