სტამბოლის „ბეშიქთაშმა“ მიუნხენის „ბაიერნიდან“ ალექსანდრ ნიუბელი დაიმატა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.
ნიუბელის შეძენა „არწივებს“ 10 მილიონი ევრო დაუჯდათ და კონტრაქტი 2030 წლის ზაფხულამდე გაუფორმეს.
ალექსანდრ ნიუბელმა კარიერა „შალკეში“ დაიწყო, „ბაიერნმა“ ის 2020 წელს შეიძინა, მაგრამ მანუელ ნოიერთან კონკურენციის გამო შანსი არასდროს მიუღია. 2021-2023 წლებში „მონაკოში“, 2023 წლიდან „შტუტგარტში“ იყო განათხოვრებული.







