ფეხბურთი

0:30 | 9.07.2026 | ნანახია [] - ჯერ

პორტუგალიაში ახალი მწვრთნელი შეარჩიეს

პორტუგალიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ჟორჟე ჟეზუში გახდება. მხარეებს შორის შეთანხმება შედგა.

გამოცდილი სპეციალისტი რობერტო მარტინესს შეცვლის, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატზე წარუმატებლობის შემდეგ გადადგა. ჟეზუში ოთხწლიან კონტრაქტს გააფორმებს და გუნდს, როგორც ევროპის ჩემპიონატისთვის, ისე მომავალი მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მოამზადებს.

ჟორჟე ჟეზუში ბოლოს „ალ-ნასრში“ მუშაობდა, სადაც კრიშტიანუ რონალდუ თამაშობს, რომელსაც საუდის არაბეთის ჩემპიონატი მოაგებინა და შემდეგ თანამდებობა დატოვა.

ჟეზუშს სამწვრთნელო კარიერაში ბევრგან უმუშავია, მათ შორის, „ბენფიკაში“, „სპორტინგში“, „ალ-ჰილალში“, „ფლამენგოსა“ და „ფენერბაჰჩეში“.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.091909